ჩინებული ღვინო-ყველაზე გულწრფელიგამოხატულებაა იმ ადგილისა და ხალხის, რომელთაც იგი შექმნეს. ამიტომაც, ქართული კულტურისა და ღვინის კულტურის ამქვეყნად მოვლინება მუდამ ერთად მოიაზრება. ამ ვარაუდს ადასტურებს არქეოლოგიური გათხების შედეგად მოპოვებული, ჩვ.წ.აღ-მდე 6-7 ათასი წლის წინათ მოშენებული ყურძნის, „vitis vinifera sativa“, წიპწები და ანტიკურ ნასახლარებში აღმოჩენილი უზარმაზარი ქვევრები. ზოგიერთი ეტიმოლოგი იმასაც კი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სიტყვა „wine” ქართული სიტყვა „ღვინოდან“ წარმოიშვა.
ქართული კულტურაში უხვადაა ლეგენდები და ტრადიციები, რომლები სავსეა მეღვინეობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებით. საქართველო, როგორც მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლო, მოხსენიებულია გასული საუკუნეების მრავალი პოეტის, მწერლის და მოგზაურის შემოქმედებაში. მათ შორის პირველია აპოლონ როდოსელი, რომელიც ჩვ-წ-აღ.მდე 295 წელს, თავის არგონავტიკაში ხოტბას ასხამს ქართულ ღვინოს.
ყურძენსა და ყურძნის ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. ღვინო ეს არის პროდუქტი, რომელიც შექმნა მევენახემ და მეღვინემ. პირველი ვაზს უვლის და ახარებს, მეორე - ამზადებს ღვინოს. ღვინო ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თუ მას მოიხმარ ზომიერად, და - ყველაზე დიდი მტერიც, თუ მას ბოროტად გამოიყენებ. იგი - თქვენი ცხოვრების თანამგზავრია, დარდების გამქარვებელი საშუალებაა, ლხინის დამამშვენებელი, და მთავარი წყაროა ამაღლებული გრძნობებისა. ღვინო ხანში შესულებისათვის რძეა, მოზრდილთათვის - ბალზამი, ხოლო გურმანებისათვის - მეგზური.
ქართული ღვინის სრულყოფილება ადგილობრივი ჯიშების ფართო სპექტრის, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამორჩეული თანაფარდობით და უნიკალურობითაა განპირობებული. საუკუნოვანი გამოცდილების შედეგია ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი საქართველოში, დაწყებული დახვეწილი თეთრით და სრულსხეულიანი წითლით, დამთავრებული ტკბილი აისვაინითაც კი! უდაოა, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი გემოვნებისათვის შესაფერისი ღვინოები. ვაზისადმი უსაზღვრო თავდადებამ 500-მდე უძველესი ჯიში გადაარჩინა საქართველოში, რომელთაგანაც დღესდღეობით 38 კომერციული წარმოებისთვის გამოიყენება.
No comments:
Post a Comment