ოჯალეში


   ოჯალეში, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში (სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, სოხუმი, გუდაუთა, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-იდან 24,3%-მდე, მჟავიანობა 7-9 ‰. ოჯალეშიგან ამზადებენ მუქ-წითელ მაღალხარისხოვან ორიგინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს — „ოჯალეშს“. ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „მერლო“. ოჯალეში, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში (სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, სოხუმი, გუდაუთა, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-იდან 24,3%-მდე, მჟავიანობა 7-9 ‰. ოჯალეშიგან ამზადებენ მუქ-წითელ მაღალხარისხოვან ორიგინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს — „ოჯალეშს“. ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „მერლო“

No comments:

Post a Comment